ირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლოშია გასული და პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ დღეს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა საქმეში არსებული ყველა მასალისა თუ მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს.
„ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლოშია გასული და ფაქტობრივად ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. დარჩენილი არის მცირედი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოიწურება. პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაპირებთ ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალის გასაჯაროებას. ამ სისხლის სამართლის საქმის მასალები და მტკიცებულება გადაცემული აქვს კიწმარიშვილის ოჯახს და, შესაბამისად, ისინი ინფორმირებულები არიან საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“,- განმარტა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები