საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალება

პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. სიახლის მიხედვით, ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს – ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. ინიციატივის ავტორის თამარ კორძაიას განცხადებით, მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.
“ქორწინების უფლება, რომელიც არსებობდა 16-დან 18 წლამდე, შეიზღუდება და იარსებებს გარკვეული წესები, ისიც გარკვეული ვადით, ხოლო ცოტა ხნის მერე საქართველოში საერთოდ აიკრძალება 18 წლამდე არასრულწოვან პირთა ქორწინება, რასაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენცია. საქართველოს პარლამენტმა დღეს ნამდვილად გადადგა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი არასწრულწოვანთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები