ქართულ მხარეს წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისაგან ინფორმაცია არ მიუღია

მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის განცხადებით,თუ ვინ ატვირთა უკრაინულ საიტზე წამების ამსახველი კადრები, ამის თაობაზე უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებიდან ინფორმაცია არ მიუღიათ. შესაბამის თემაზე კითხვით კომიტეტების სხდომაზე შოთაძეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მიმართა.
შოთაძის თქმით, ეს ძალადობრივი კადრები რეალურად ერთი სისხლის სამართლის ნაწილია. საუბარია ე.წ. კასრების სისხლის სამართლის საქმეზე – მეგის ქარდავამ და კახა თოდუამ ორი პირი აწამეს, რათა მათ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადება ეღიარებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები