გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტოს ცნობით, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის რიგით მე-6 მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით ესტუმრა. უწყებაში მინისტრებს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას კიდევ ერთხელ გაუსვევს ხაზი. ცნობისთვის, თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ასევე სტუმრობენ აზერბაიჯანისა და მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები ბელორუსიდან და უკრაინიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები