პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სერტიფიცირება დაიწყო

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო პენიტენციური სისტემის იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ და რომელთა თანამდებობისათვის მოითხოვება სერტიფიკატი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, სისტემის თანამშრომელთა გადამზადება სასწავლო ცენტრში 2015 წლის 16 ნოემბერს დაიწყო და 2017 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
2015 წელს დაგეგმილია პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის სამსახურის თანამშრომელთა 3 ჯგუფის სერტიფიცირება. ტრენინგის მიზანია პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების მომზადება სამართლებრივი რეჟიმის სამსახურთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ტრენინგის მონაწილეეები გაეცნობიან სასჯელაღსულების სისტემის, მათ შორის უფრო დეტალურად რეჟიმის სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტებს, უსაფრთხოების ღონისძიებებს და სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტებს, ასევე გაივლიან ტაქტიკურ მომზადებას.
სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრენინგებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა დაესწრო. მინისტრის მოადგილე სისტემის თანამშრომლებს აღნიშნული ტრენინგისა და სერტიფიცირების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები