ირაკლი შოთაძე: ვფიქრობ, მხარდაჭერა მაქვს

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ გამოჩნდება, მაქვს თუ არა მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა მაქვს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შოთაძე პარლამენტის წინაშე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებული საკუთარი პროგრამით აპირებს წარდგენას.
„მე ჩემი ხედვა, ჩემი პროგრამა მაქვს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით. ამ პროგრამით წარვდგები დღეს პარლამენტში. მზად ვარ, რომ ყველა კითხვას გავცე პასუხი. არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი არ ამირიდებია. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ გამოჩნება, მაქვს თუ არა მხარდაჭერა. ვფიქრობ, მხარდაჭერა მაქვს”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები