დავით ბაქრაძე დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – „საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი: მიმდინარეობა და პერსპექტივები“ (Georgia’s EU and NATO Integration Process: State of Play and Prospects).
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას ორგანიზაციის წევრი ანალიტიკოსები, ექსპერტები და კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები