ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის ყოფილ პრემიერს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კერძო ვიზიტით მყოფ რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერპექტივებზე ისაუბრეს