მანანა კობახიძე: ტერორიზმის მოჭარბებული საფრთხე საქართველოში არ დგას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ტერორიზმის საფრთხე საქართველოში არ დგას, მაგრამ, ის გლობალური პრობლემა, რაც მსოფლიოში არსებობს, ყოველდღიურად სიურპრიზებსაც გვიმზადებს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
როგორც უმრავლესობის წევრმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა “2030”-ში ჩართვისას განმარტა, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები კოორდინირებულად მუშაობენ იმისთვის, რათა ფლობდნენ სიტუაციაზე კონტროლს.
“პარლამენტის სხდომაზეც ბატონმა გუბაზ სანიკიძემ გააკეთა განცხადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს საფრთხეები გავიაზროთ და ზომიერი, პრაგმატული ნაბიჯებით, ჩვენს ქვეყანას მაქსიმალურად ავაცილოთ. ტერორიზმის მოჭარბებული საფრთხე ჩვენ ქვეყანაში არ დგას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის გლობალური პრობლემა, რაც არსებობს და ჩვენს რეგიონშია, ყოველდღიურად სიურპრიზებსაც გვიმზადებს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. დაწყებული უსაფრთხოების სამსახურიდან, შსს, საზღვრის დაცვა, პოლიცია – ყველა ძალოვანი უწყება უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ დროული პრევნცია მოხდეს და თუ ვინმე რამეს გეგმავს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, დროულად იქნას გამოვლენილი. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები კოორდინირებულად მუშაობენ იმისთვის, რომ ფლობდნენ სიტუაციას. ჩვენს პარნტიორებთან მჭიდრო კავშირში უნდა დავამრცხოთ საფრთხე, რაც ტერორიზმს უკავშირდება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები