„თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ გრძელდება

26 ნოემბერს, 19:30 საათზე რუსთაველის თეატრში, “თბილისის ბაროკო ფესტივალის” ფარგლებში, პოლონური ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართება. მონაწილეობენ: ალინა რატკოვსკა, კლავესინი (პოლონეთი), ანა ცარციძე, სოპრანო (საქართველო), თინათინ მამულაშვილი, სოპრანო (საქართევლო), თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”, დირიჟორი: პაველ კოტლა (პოლონეთი/ინგლისი).

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველად ტარდება. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები