გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოში თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოში თბილისის 55-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. შს მინისტრმა სტუმრებს სააგენტოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და არსებული სერვისები გააცნო. გიორგი მღებრიშვილი მოსწავლეებს მართლწესრიგისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზეც ესაუბრა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ შს სამინისტროს ახალი პროგრამა გააცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ახალი ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყო.

პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. პროგრამაში ჩართულია როგორც თბილისის, ისე რეგიონების საჯარო და კერძო სკოლები.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები სკოლებში სალექციო ტიპის სემინარებს ატარებენ. ასევე ეწყობა გასვლითი, საექსკურსიო-პრაქტიკული ვიზიტები შს სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები