თამარ მეფის გამზირზე მოვაჭრეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

თამარ მეფის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელში მომუშავე მოვაჭრეებმა, ფართზე ყოველდღიური გადასახადის შემცირების მოთხოვნით, ცენტრალური გზა გადაკეტეს.
მოვაჭრეების განცხადებით, მათ დღეს შეიტყვეს, რომ ყოველდღიური გადასახადის 6 ლარიდან 8 ლარამდე გაზრდა იგეგმება. მათივე თქმით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან.
,,არ არის შესაბამისი პირობები, არის საშინელი სუნი, ანტისანიტარია, გაუსაძლისი სიცივე, ყველაფერს გავაკეთებთ, თავს დავიწვავთ, რომ არ გაგვიძვირონ გადასახადი“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათივე განცხადებით, თუ გადასახადი არ დაიკლებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და არ გამორიცხავენ, რომ აქცია თბილისის მერიასთან გააგრძელონ.
აქციაზე ტერიტორიის დირექტორი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ საფასური არ შემცირდება, რადგან, მისივე მტკიცებით, ფართების გაძვირება დოლარის კურსიდან გამომდინარე მოხდა.
,,მე ვარ მეპატრონე, ვაქირავებ ფართს და ხელშეკრულების ვადა გადის, ამ ხელშეკრულების მერე 6 ლარის მაგივრად გადასახადი იქნება 8 ლარი. სულ ეს არის“, – განაცხადა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები