რუსი დეპუტატები თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას მოითხოვენ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა – ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს და მას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სთხოვეს. ამ განაცხადით რუსმა დეპუტატებმა პუტინს თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ მიმართეს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმს, კერძოდ კი – „ისლამურ სახელმწიფოს“. ამის ნიშნები ადრეც შეიმჩნეოდა, კერძოდ, მაშინ, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ შვიდი სახელმწიფო შეშფოთებულია რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციის გამო“, – აცხადებენ დეპუტატები.
დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, ანალოგიური ქმედებები ტერორიზმის მხარდამჭერი სხვა სახელმწიფოების მიმართაც განახორციელოს.