პარიზში ნაპოვნი თვითმკვლელის ქამარი ტერაქტების დროს გამოყენებული ასაფეთქებლების ანალოგიურია
პარიზში ნაპოვნი „შაჰიდის ქამარი“ იგივე ელემენტებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავს, რაც საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების დროს გამოიყონებოდა. პოლიციამ ეს ნივთმტკიცება უკვე დააკავშირა სალაჰ აბდესლამთან, რომელიც ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო ორგანიზატორია. ასაფეთქებელი ქამარი პარიზის მონრუჟის რაიონში ორშაბათს საღამოს ნაგვის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვეს. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, აბდესლამის ტელეფონი მონრუჟის მახლობლად 13 ნოემბერს დააფიქსირეს. გამოძიების ვერსიით, ეს პირი თვითმკვლელებს შორის იყო, მაგრამ საკუთარი თავის აფეთქებაზე უარი თქვა.