ერდოღანი ადასტურებს, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი თურქულმა მხარემ ჩამოაგდო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელმაც სირიის მხრიდან მისი საზღვარი დაარღვია. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება. მანამდე რუსული სუ-24-ის ჩამოვარდნა მოსკოვმაც დაადასტურა. თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბომბდამშენი სირიის ტერიტორიის თავზე მიფრინავდა და თურქეთის საზღვარი არ დაურღვევია. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი სირიაში, ლატაკიას პროვინციაში ჩამოვარდა.
მანამდე თურქეთმა რამდენჯერმე გააფრთხილა რუსული მხარე საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების გამეორების შემთხვევაში თვითმფრინავებს გაანადგურებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები