დიმიტრი ქუმსიშვილმა საზღვაო მიმართულებით მალტასთან ურთიერთობის საკითხები განიხილა
ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჯო მიცის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა საზღვაო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ საკითხთან მიმართებაში პოზიტიური პოზიცია დააფიქსირა. ასევე ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე. „მნიშვნელოვანია ჩვენი მეზღვაურების დასაქმება – ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ შევხვდებით, მნიშვნელოვანი დამსაქმებელია”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.