„მნიშვნელოვანია, ნატოს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია“
მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტთან – ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატოს მომავალ მინისტერიალზე.
“ჩვენ ვისაუბრეთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატოს მომავალ მინისტერიალზე, ასევე იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ, ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრების რჩევებზეც ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ედგარს რინკევიჩმა აღნიშნა, ნატოს უელსის სამიტის პირობების შესრულების კუთხით საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი დააფიქსირა.
“ეს ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა იქნება უფრო მაღალ რანგში ასული, იმიტომ, რომ ეს მესიჯები, რომელიც საქართველომ გააგზავნა, ამის საშუალებას და იმედს იძლევა. კონსულტაციები ამ მხრივ გრძელდება. ახლა შეიძლება ვერ შევძლებთ, დავასახელოთ ზუსტი თარიღი, მაგრამ საქართველოს ნამდვილად აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები და რეფორმები უნდა აჩქარდეს როგორც საქართველოს, ისე დასავლეთის მხრიდან, ნატოს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების კუთხით”, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.