ედგარს რინკევიჩსი: ყველას სურს, დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა

ყველას სურს, დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ისევე, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“რასაკვირველია, ყველას სურს დაინახოს საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ისევე, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მხედველობაში გვაქვს მომავალი საარჩევნო წელი. სწორედ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ყველანაირი დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი”, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმების პროცესი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში და სასამართლო სისტემაში. როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, უკვე ხედავენ პოზიტიურ შედეგებს და ამ კუთხით, დაასახელა ის ახალი კანონმდებლობა, რომელიც მთავარი პროკურატურის თაობაზე არის მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები