ირაკლი ღარიბაშვილი ქაშუეთის ტაძარში იმყოფება
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შვილებთან ერთად იმყოფებიან.
ტაძარში ასევე არიან: დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრს ამბიონზე შეხვდა. პატრიარქმა პრემიერი და მთავრობის წევრები დალოცა. ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტაძარში შეკრებილთ დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.