რუსმა ოკუპანტებმა აძვის ტაძრიდან 3 მოქალაქე გაიტაცეს
სოფელ აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სამი ადამიანი გაიტაცეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ. რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს, ხოლო ბავშვები და ქალები გამოუშვეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, სამი დაკავებული პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.