გიორგი ალიბეგაშვილი: საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიც ესწრება. საკრებულოს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ყველა მოქალაქე დიდი ზეიმით აღნიშნავს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის დღე, რომელსაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დიდი ზეიმით აღნიშნავს, ევედრება მფარველობას და მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას წინსვლა. არასოდეს მოკლებოდეს, როგორც საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ერთ-ერთი დიდი წმინდანის – წმინდა გიორგის მფარველობა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები