ბარაკ ობამა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების პირობას დებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების პირობას დებს და აცხადებს, რომ ამერიკა, მოკავშირეებთან ერთად, ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
ობამას თქმით, შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების გაუვნებელყოფისა და მათთვის ფინანსური საშუალებების დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებს.
პრეზიდენტი, ასევე, მოუწოდებს რუს კოლეგას, ძალისხმევა იმ პირებისა და დაჯგუფებისკენ მიმართოს, რომლებმაც რუსული ავიალაინერი ჩამოაგდეს. პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების სამიზნეს ასადის ოპოზიციური ძალები წარმოადგენს და არა „ისლამური სახელმწიფო“, რითაც, ამერიკის პრეზიდენტის აზრით, ისლამისტების პოზიციები ძლიერდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვი სირიაში გარდამავალი პოლიტიკური პროცესების დროს ასადის გადადგომას მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები