ჰაკერებმა “ისლამური სახელმწიფოს” მომდევნო ტერაქტების გეგმები გამოაქვეყნეს
გამოცემა “International Business Times”-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა დაჯგუფება “Anonymous”-დან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” გეგმები გამოაქვეყნეს, რომლებიც მომდევნო ტერაქტებს უკავშირდება.
გავრცელებული მონაცემებით, მომდევნო თავდასხმები “ბოევიკებმა” შესაძლოა განახორციელონ პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში. ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ გაფრთხილებას სერიოზულად უდგებიან, თუმცა ატლანტაში მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაცია არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ჰაკერულმა დაჯგუფება “Anonymous”-მა, რომელმაც “ისლამურ სახელმწიფოს” კიბერომი გამოუცხადა, ტერორისტების 5 ათასზე მეტი ექაუნთი გატეხა.