Turkish Airlines–ის თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა
ავიაკომპანია Turkish Airlines–ის ეარბას A330- მა, რომელიც ნიუ-იორკიდან ანკარაში მიფრინავდა, კანადის ქალაქ გალიფაქსის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 256 მგზავრი იმყოფებოდა. გაუთვალისწინებელი დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. აეროპორტში დაშვების შემდეგ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის სამართალდამცავები ძაღლების დახმარების თვითმფრინავს ამოწმებენ.