ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 7 ტურისტი იმყოფებოდა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობის – ფოქსის მყინვარის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ვერტმფრენი კომპანია Alpine Adventures-ს ეკუთვნის, რომელიც მყინვარზე ტურისტულ ფრენებს ახორციელებს.
აღნიშნულ რაიონში თვითმფრინავი 2010 წელსაც ჩამოვარდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 უცხოელი ტურისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები