ავღანეთში თავდამსხმელებმა 20-მდე პირი გაიტაცეს

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა სამოქალაქო პირები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20-მდე პირის გატაცება გუშინ მოხდა.
როგორც მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, გატაცებულთა უმრავლესობა ეთნიკური ჰაზარია. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები