ლონდონის ცენტრი ევაკუირებულია – პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა

ლონდონის ცენტრში ბლეკფრაიარსის ქუჩაზე ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს.

ბლეკფრაიარსის და ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტილია, სატარანსპორტო საშუალებებს უკან აბრუნებენ.

სპეცოპერაციის პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიას ვერტმფრენების საშუალებითაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები მაღაზიების მეპატრონეებს მოუწოდებენ ადგილზე დარჩნენ და ვიტრინებს მოშორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები