შპს „ბარაქას“ დირექტორი თაღლითობაში ამხილეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, შპს „ბარაქას“ დირექტორი ამირან ზურაბაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, 2015 წლის რთვლის მიმდინარეობის პერიოდში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებისგან იბარებდა ყურძენს და მიღება-ჩაბარების აქტებში თვითნებურად უთითებდა ჩაბარებული ყურძნის გაზრდილ რაოდენობას, რითაც ზრდიდა მოქალაქეზე გასაცემი სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობას.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით, 6-დან 9 წლამდე.

https://www.youtube.com/watch?v=MkS30cvl2LU

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები