იაპონიაში ფეხსაცმელი გაიყიდება, რომელიც GPS-ის ჩიპებით იქნება აღჭურვილი

იაპონიაში GPS-ის ჩიპებით აღჭურვილი ფეხსაცმლის გაყიდვა იწყება. ეს ჩიპები ქუსლში იქნება ჩამონტაჟებული და მისი მეშვეობით რეალურ დროში მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაცია მფლობელის ადგილსამყოფელის შესახებ ჩიპთან დაკავშირებულ სმარტფონს მიეწოდება.
ეს ფეხსაცმელი კომპანია „ვიშხილზმა“ გამოუშვა ქალაქ კიოტოდან. ის, პირველ რიგში, მოხუცი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანუ მათთვის, ვინც შეიძლება დაიკარგოს.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს იაპონიაში უგზო-უკვლოდ 430 ადამიანი დაიკარგა, ძირითადად მოხუცები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები