ბორჯომის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სათავსოში სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სათავსოში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. ადგილზე ნანახი იქნა დაუფირნიშებელი მრგვალი მორიც. სახერხი საამქრო დემონტაჟის შემდეგ გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.