პარიზის გარეუბნის შტურმის დროს დაღუპული მესამე ტერორისტის ცხედარი, რომელიც ქალი აღმოჩნდა, ნაპოვნია

პარიზის პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბან სენ-დენიში შტურმის დროს სამი ტერორისტი დაიღუპა. ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ სპეცოპერაციის დროს ორი ტერორისტი იყო მოკლული.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სხეულის ფრაგმენტები სამ ადამიანს ეკუთვნის. ამასთან, მესამე პირის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, ექსპერტიზამ ჯერჯერობით მხოლოდ ის დაადგინა, რომ ეს ცხედარი ქალს ეკუთვნის.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციის მიხედვით, უკვე იდენტიფიცირებული ორი ცხედარი პარიზის ტერაქტების ორგანიზატორს – აბდელჰამიდ აბაუდს და მის ნათესავ ქალს ეკუთვნის, რომელმაც შტურმის დროს თავი აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები