მალიში, სასტუმრო “რედისონ ბლუში“ თავდასხმა, სავარაუდოდ, ათმა „ბოევიკმა“ განახორციელა
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო “რედისონ ბლუში” თავდასხმა, სავარაუდოდ, ათმა „ბოევიკმა“ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბამაკოს ცენტრში მძევლები ორმა შეიარაღებულმა აიყვანა. მათ შორის არის 170 ადამიანი. 140 სასტუმროს სტუმარი, 30 კი – სასტუმროს პერსონალი.
უცხოური მედიასაშუალებები მსხვერპლის შესახებ ურთერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ მალის დედაქალაქ ბამაკოს სასტუმრო “რედისონ ბლუში“ თავდამსხმელებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, მათ შორის 140 სასტუმროს სტუმარია, 30 კი – დაწესებულების პერსონალი. მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს მეპატრონემ დაადასტურა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს მე-7 სართულზე თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ტელეკომპანია „რასია 24“ გადმოსცემს, რომ თავდასხმის შედგად 5 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის – პერსონალის თანამშრომლები და სტუმრები. „რედისონ ბლუს” პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ბლოკირებულია.
გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, შემთხვევის დროს სასტუმროს ნომრების 90 პროცენტი იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ბამაკოში არსებულ სასტუმროში ხშირად დასავლელი თანამდებობის პირები ჩერდებიან, მათ შორის უმეტესობა ფრანგია. სასტუმრო 190 ნომრისგან შედგება. ამ წუთებში შენობის ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
სასტუმრო ქალაქ მალის მერიის მახლობლად მდებარეობს.