გენერალი საქართველოში ტერორიზმის საფრთხეებზე: „დაცული არავინ არის, ამ საფრთხეს განსაზღვრული არეალი არა აქვს“

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენერალმა კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, საქართველო ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ქვეყანაა და პროცესების ზურგით ვერ დადგება.
კობალაძე მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ერთგვარი აგრესიის მიზეზიც გახდეს.
„ ბოლო მოვლენებმა გამოაჩინა, რომ დაცული არავინ არის. ამ საფრთხეს რაღაც განსაზღვრული არეალი არა აქვს. მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებმა უკვე ხმამაღლა განაცხადეს ის, რომ ყველა განვითარებული სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. ეს თავდასხმები არ არის გათვლილი სტრატეგიულ ობიექტებზე, ეს გათვლილია მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, რომ რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი და რეზონანსი გამოიწვიოს. მათ უნდათ, თითოეულ ადამიანში შიში დანერგონ.
საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, როგორც დამაკავშირებელი დერეფანი აზიისა ევროპაზე და, გარდა ამისა, საქართველო ცოცხალი ძალის ტრანზიტის ქვეყანაა, ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, პროცესების ზურგით ვერ დავდგებით.
ორიენტირი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ავიღოთ, რაც უფრო უსაფრთხო გარეომოს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში, მით მეტად სასურველი პარტნიორი ვიქნებით ევროპისთვის. საქართველო სამშვიდობო მისიებში აქტიურადაა ჩართული, ყველა კომპონენტი გვაქვს, რომ გარკვეული აგრესიისა თუ მეგობრობის ფოკუსირების ცენტრში ვიყოთ. წინა ხელისუფლების დროს 275 ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა, ისინი არიან თურქეთიდან, იორდანიიდან, სირიიდან, ნიგერიიდან… მათში ამ მიმართულებით მიდრეკილება სჭარბობს და უსაფრთხოების მიზნით ეს შესასწავლი ფაქტორი იქნება. ყურადღება მისაქცევია ასევე სავიზო რეჟიმის და საპასპორტო კონტროლი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები