ისრაელის ელჩი პატრიარქს მადლობას უხდის

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ისრაელის ელჩმა პატრიარქს განუცხადა, რომ იერუსალიმი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი რელიგიის მიმდევარისთვის და ხანგრძლივი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, შეხვედრაზე, საქართველოში ტყეების აღდგენასთან დაკავშირებითი, ისრაელის კომპანია “J Global Group”-თან თანამშრომლობა განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პალესტინელების მიერ ორგანიზებული ორი ტერაქტის შედეგად (თელ-ავივსა და სამხრეთ იერუსალიმში) ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები