პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი უახლოეს მომავალში შევა

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში 73 მაჟორიტარული ოლქი ახლებურად დაიყოფა, პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პროექტის სამუშაო ვარიანტი მზადაა და პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მუნიციპალიტეტებზე მიბმით ფორმირების წესი, რადგან ის ხმების თანასწორობის პრინციპს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები