თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“-თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდა. მან დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროირიტეტების არასწორ გადანაწილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის აღმასრულებელ სტრუქტურებში მიმდინარე ატროფიზაციის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგზე ხელფასების ზრდის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ნაცვლად მათი შეთავაზებისა, რომელიც ავტობუსები მძღოლებისთვის, ბაგა-ბაღების აღმზრდელების, ასევე დამსუფთავებლებისთვისა და დედაქალაქისათვის სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის ხელფასების 20% -იან ზრდას გულისხმობდა, დავით ნარმანია, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ხელფასებს მხოლოდ საკუთარ ჩინოვნიკებს უზრდის.
საკრებულოს წევრმა ეჭვი საბიუჯეტო თანხების გაფლანგავის შესაძლებლობის თაობაზეც გამოთქვა.
,,ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვის პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა“, -განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები