საბალეტო დასის გასტროლი ესპანეთში
ქართველი მოცეკვავეები გასტროლზე ესპანეთში გაემგზავრებიან. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს Serenade-ს წარმოადგენს. მოცეკვავეებს ესპანეთში გასტროლზე ლეონში, ვიქტორიასა და ბილბაოში სპეციალური პროგრამა მიაქვთ.
ესპანური გასტროლის ეგიდით საბალეტო დასის გასტროლი 15 დეკემბერს დაიწყება და ესპანელი მაყურებლის წინაშე პირველად ლეონში წარდგება. პირველ დღეს მოცეკვავეები Serenade-ს, Zech Danse-ს და Le Spevtre De La Rose-ს შეასრულებენ, 16 დეკემბერს კი პროგრამაშია The Nutcracker, ალექსანდრე ფადეეჩევის რედაქციით. საბალეტო დასის გასტროლი ესპანეთში 15-20 დეკემბერს გაიმართება.