თამარ ივერის ფონდი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

დღეს,19:30 საათზე რუსთაველის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიხსნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდი -“დაცული საზოგადოება” საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო დონის საოპერო სცენის ვარსკვლავები – ეკატერინა სიურინა, ჩარლზ კასტრონოვო, ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, სერგეი მურზაევი, თამარ ივერი.
საქველმოქმედო კონცერტში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, კონცერტის დირიჟორი – დავით კინწურაშვილი. კონცერტს მირანდა მირიანაშვილი და ლევან ხურცია გაუძღვებიან. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს გადაერიცხება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები