მდინარე ძირულაში 24 წლის ფეხმძიმე ქალს ეძებენ

ზესტაფონში, მდინარე ძირულაში 24 წლის ფეხმძიმე ქალს ეძებენ. გუშინ მდინარე ძირულაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 3 მგზავრი იჯდა.
ორმა მათგანმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა, ხოლო ფეხმძიმე ქალის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა ავტომანქანა მდინარიდან ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები