თინა ხიდაშელი: საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლის საკითხი დიდი ხანია, დღის წესრიგში აღარ დგას.
როგორც თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გატარებული პრევენციული ღონისძიებები ძალიან ეფექტურად მუშაობს.
მისივე განმარტებით, არავითარი მასობრივი გადინება, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები საქართველოს არ აქვს.
„ეს საკითხი დიდი ხანია, დღის წესრიგში აღარ დგას. გატარებული პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც კარგა ხნის წინ დაიგეგმა და ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, მუშაობს ძალიან ეფექტურად და არავითარი მასობრივი გადინებები და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევები საქართველოს არ აქვს. საქართველო ერთ-ერთი ბოლოა, საბედნიეროდ, იმ სიაში – გადინებების სიაში, რასაც, მაგალითად, ევროპა გვაჩვენებს. ამ თვალსაზრისით, ვერ გეტყვით, რომ რაიმე ხიფათის განცდის ან განსაკუთრებული პრობლემის მატარებელია ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები