“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა. “მე მეგონი დღეს არ დგას დღის წერიგში თემა, რომ აუცილებლად უნდა გაეზარდოს დაფინანსება, თორემ ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, ეს საკითხი დღეს არ განიხილება”, – განაცხადა გომელაურმა.