გიორგი მღებრიშვილი: საქართველოში სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე გამკაცრდება.
როგორც მინისტრმა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე საპოლიციო კონტროლი გაძლიერდება და მუდმივად კომუნიკაცია იქნება პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან.
“მე ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე, ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები