ლევან ბერძენიშვილი: უვიზო მიმოსვლას ყველგან მივესალმები, ეს რუსეთი იქნება, ბრაზილია თუ არგენტინა
რუსეთის ვიზების სანაცვლოდ, საქართველო ევროინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა აბაშიძე – კარასინის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. “საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ყველგან მივესალმები. ეს რუსეთი იქნება, ბრაზილია თუ არგენტინა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით რომელიმე ქვეყანა მოგვხიბლავს და უარს გვათქმევინებს იმაზე, რაზეც ფაქტობრივად განსაკუთრებულად ვმუშაობთ, ანუ ევროპასთან ინტეგრაციაზე, ევროვიზებზე და ევროკავშირზე, ასევე, უვიზო მიმოსვლაზე. თუ ასარჩევი იქნება, ჩვენ ვიცით, რასაც ავირჩევთ, თუ ორივე იქნება, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს “, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.