ჯგუფი „ვირუსი“ საბავშვო ევროვიზიაზე გაემგზავრა

საბავშვო ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით ჯგუფი „ვირუსი“ წარდგება. პატარა მომღერლები კონკურსზე უკვე გაემგზავრნენ. „ვირუსი“ ჟიურისა და მსმენელის წინაშე სიმღერას „გაბედე“ შეასრულებს. სოფიაში ჯგუფი, 16 მონაწილე ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად, ფესტივალის ჰიმნს ჩაწერენ. ამ ჰიმნით “საბავშვო ევროვიზია 2015” 21 ნოემბერს გაიხსნება. კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი 21 ნოემბერს, 22:30 საათზე შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები