ბელგიაში პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი შვიდი დაკავებულიდან ხუთი გაათავისუფლეს
ბელგიის სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი შვიდი დაკავებულიდან ხუთი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს ფრესი“ იუწყება. ბელგიის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი შვიდი პირი კვირას დააკავა. ორი კვლავ პატიმრობაში რჩება. გათავისუფლებულთა შორის არის ძებნაში გამოცხადებული სალაჰ აბდესლამის ძმა – მოჰამედ აბდესლამი, რომელიც პარიზის ტერაქტებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში ორშაბათს სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის მიზანი იყო სალაჰის დაკავება. მათმა მესამე ძმამ – იბრაჰიმმა პარასკევს პარიზში, ვოლტერის ბულვარზე თავი აიფეთქა.