მანანა კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს სამძიმრის წერილს უგზავნის

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარიზში განვითარებული ტერორისტული აქტების გამო საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მანანა კობახიძე ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს კლოდ ბარტოლონეს და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლაშერს, სამძიმრის წერილს უგზავნის.
“საქართველოს პარლამენტისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას პარიზში განვითარებული ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვგმობთ ამ უგუნურ ძალადობას და აღვიქვამთ მას, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმას. ამ უმძიმეს წუთებში გვერდში ვუდგავართ ფრანგ ხალხს და ვლოცულობთ ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები