„თი-ბი-სი გალერეაში“ მერაბ ნინიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, “თი-ბი-სი გალერეაში” მსახიობ მერაბ ნინიძის ავტობიოგრაფიული წიგნის “მთავარია მსახიობი არ გამოხვიდე” ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების პრეზენტაცია გაიმართება.
„წიგნში მთხრობელი თავად მერაბ ნინიძეა,მსახიობმა თავისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების დეტალები საოცარი გულწრფელობით გადასცა ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს, რომელმაც ეს თხრობა წიგნად აქცია და საზოგადოებას მისი წაკითხვის შესაძლებლობა მისცა.“ ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია saba.com.ge-ზე”, – აცხადებენ “თი-ბი-სი გალერეაში”. პრეზენტაცია 16 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.