France 24 – თეატრზე შტურმის შემდეგ 2 თავდამსხმელი მოკლეს

ამ წუთებში France 24 ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც Bataclan-ის თეატრზე  პოლიციის შტურმის შემდეგ 2 თავდამსხმელი მოკლეს. ოპერაციაში საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებიც  ჩართულია.
Bataclan-ის თეატრში ტერორისტებს 100-მდე მძევალი ჰყავდათ აყვანილი, მათგან კი თავი, 30-მდე მძევალმა მშვიდობიანად დააღწია. არსებული ინფორმაციით, სროლა საკონცერტო დარბაზში კალიფორნიული ჯგუფის – Eagles of Death Metal-ის კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში გაისმა.
სხვადასხვა უცხოურ პრესაზე დაყრდნობით,  ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად ამ დრომდე 60-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
პარიზში ტერორისტული აქტები იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.  მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე გერმანიის და საფრანგეთის შს მინისტრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა. ტერაქტის შემდეგ ადგილიდან ქვეყნის პრეზიდენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  სატელევიზიო გამოსვლისას მან  ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“პარიზში ტერორისტების უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა, საფრანგეთი ომის მდგომარეობაშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის ჯარი სრულ მობილიზაციაზეა გადაყვანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები