“ეს თქვენ სირიისთვის” – 30-მდე მძევალმა ტერორისტებს თავი დააღწია

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტების მიერ 100-მდე ადამიანიდან, 30-მა მძევალმა თავი დააღწია ტყვეობას.

როგორც უცხოური პრესა იტყობინება, ტერორისტები აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გახსნისას ყვიროდნენ – ” ეს თქვენ სიირისთვის”.

არსებული ინფორმაციით, სროლა საკონცერტო დარბაზში კალიფორნიული ჯგუფის – Eagles of Death Metal-ის კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში გაისმა.
უცხოური მედია თავდამსხმელების რიცხვის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.  ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ტერაქტში  5-6 პირი მონაწილეობდა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ 60-მდე გაიზარდა. პარიზში ტერორისტული აქტები იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.  მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე გერმანიის და საფრანგეთის შს მინისტრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა. ტერაქტის შემდეგ ადგილიდან ქვეყნის პრეზიდენტის ევაკუაცია განხორციელდა.
ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  სატელევიზიო გამოსვლისას მან  ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“პარიზში ტერორისტების უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა, საფრანგეთი ომის მდგომარეობაშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის ჯარი სრულ მობილიზაციაზეა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები