არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვს

 

პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, უფასო სარეკლამო საეთერო დრო, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა – ეს არის ის მთავარი მოთხოვნა, რაზეც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ.

როგორც მათი მიერ გავრცელებულ განცხდებაშია ნათქვამი, უკანასკნელ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ნათელი გახადა პრობლემათა სიმწვავე და ცხადყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა.

“უკანასკნელ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა, 240,000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის ინიცირება, შუალედური არჩევნები 31.10.2015, მიმდინარე საპროტესტო-შიმშილობის აქცია) კიდევ უფრო ნათელი გახადა პრობლემათა სიმწვავე და ცხადყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან -კოალიცია „ქართულ ოცნებისგან“ დიალოგს საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით 1. პარლამენტის საარჩევნო სისტემა; 2. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; 3. უფასო სარეკლამო საეთერო დრო; 4. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა. იმავდროულად გავეცანით რა, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის შესახებ დიალოგზე მზადყოფნის შესახებ, ჩვენის მხრივ, ვადასტურებთ მზადყოფნას ფართო კონსესუსის მისაღწევად“,-აღნიშნულია არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები